ჩვენ შესახებ

შპს „ქონსალთინგ ნეთვორქ“-ის პროფესიონალ იურისტთა და ადვოკატთა გუნდი ინოვაციური მიდგომებით განაპირობებს მომხმარებელთა ბიზნესის ზრდასა და განვითარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომპანიის მიზანია იურიდიული მომსახურება იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული.

შპს „ქონსალთინგ ნეთვორქ“ აერთიანებს კვალიფიციური და გამოცდილი იურისტებისა და ადვოკატების გუნდს, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობენ სრულ იურიდიულ მომსახურებას.

ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომხმარებელთა სამართლებრივი ინტერესების სრულ დაცვას.
ჩვენ ვაფასებთ მომხმარებლების დროს და მზად ვართ შევთავაზოთ მათ შედეგებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული მომსახურება.

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენი ბიზნესის სამართლებრივი რისკების დაზღვევაზე, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია მყარი ფინანსური გარანტიის შესაქმნელად

რატომ ჩვენ?

ჩვენი მომხმარებლები აფასებენ ჩვენს მიერ გაწეულ შრომას, მიდგომებს საქმისადმი და გამოხატავენ გულწრფელ კმაყოფილებას, რაც ჩვენი გუნდის თითოეული წევრისათვის უმთავრესი მოტივატორია.

შპს „ქონსალთინგ ნეთვორქ“-ის პროფესიონალთა გუნდი მომხმარებლებს ეხმარება მათი ბიზნესის ზრდა-განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში.

ინდივიდუალური მიდგომითა და სწორად შერჩეული ტაქტიკით ვზოგავთ მომხმარებელთა დროს და ვარიდებთ მათ ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან.

ჩვენი გუნდი ზრუნავს მომხმარებელზე და ვალდებულებას იღებს აუხსნას და განუმარტოს, განიხილოს იურიდიული მომსახურებისა და სამართლებრივი დავის ყველა ეტაპი.

რას გთავაზობთ

  • სხვადასხვა შინაარსის სამართლებრივი სახის დოკუმენტაციის შედგენას / დამუშავებას / ანალიზს.
  • წარმომადგენლობას კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
  • პარტნიორთა კრების მოწვევა-ჩატარების ორგანიზებასა და პარტნიორთა კრების ოქმების/გადაწყვეტილებების შედგენას.
  • კონსულტაციის გაწევას სხვადასხვა სახის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
  • ადმინისტრაციული საჩივრების შედგენას, მომზადებასა და წარდგენას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.
  • სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელის შეტანასა და ადვოკატირებას.
  • გამარტივებული საქმისწარმოების პროცესის მართვა და ხელმძღვანელობა.
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სამართლებრივი უზრუნველყოფის გაწევასა და საჩივრების შედგენა / მომზადებას.
  • დებიტორული დავალიანებების ამოღების პროცესში მონაწილეობას.
  • სხვა სამართლებრივი სახის დახმარებას.

მისია

ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების თითოეული მოხმარებლისათვის გაზიარება.
მომხმარებელთა ბიზნეს განვითარებაზე და პირად კმაყოფილებაზე ზრუნვა.
ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პირობების ხელშეწყობა.

ღირებულებები

პროფესიონალიზმი
ინდივიდუალიზმი
კონფიდენციალურობა
ხელმისაწვდომობა
დროის ეფექტური მართვა
მუდმივი განვითარება
გუნდური მუშაობა
ბიზნეს ეთიკა

Scroll to Top